09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
უკრაინის რადა დსთ-დან გასვლაზე მსჯელობას იწყებს

უკრაინის უმაღლესი რადა დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან  უკრაინის გამოსვლის საკითხზე იმსჯელებს. ამის შესახებ ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი კოვალჩუკმა ტელეარხ "უკრაინასთან" საუბრისას განაცხადა.

“ორშაბათს უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის საკითხი ფრაქციების ხელმძღვანელებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოსა და კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ განიხილება. ეს არის საკითხი, რომლის შესახებაც უნდა ვიმსჯელოთ, - განაცხადა ვიტალი კოვალჩუკმა.

ამავე დროს, ოფიციალური კიევი დღეს რუსეთიდან გაზმომარაგების აღდგენას ელოდება. უკრაინამ "გაზპრომს" წინასწარ გადაურიცხა 378 მილიონი დოლარი. ეს თანხა ერთი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი არის იმპორტისთვისაა განკუთვნილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები