09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ფედერიკა მოგერინი თურქეთს რუსეთთან მისი პოლიტიკის გამო აკრიტიკებს

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, ძირი არ გამოუთხაროს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ორგანიზაციის დელეგაცია, უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ხელმძღვანელობით, თურქეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ისინი შეეცდებიან დაარწმუნონ ოფიციალური ანკარა, რომ ან მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდეს, ან არ გამოიყენოს სიტუაცია თავის სასარგებლოდ რუსეთში პროდუქციის იმპორტით.

ევროკავშირის დელეგაცია თურქეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ ჩავიდა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ ნაკადის პროექტის შეჩერების შესახებ განაცხადა და ალტერნატიული პროექტის განხორციელებაში საუკეთესო პარტნიორად თურქეთი დაასახელა.

დღის ამბები