09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
საოპერო სეზონი მილანში პოლიციასთან შეტაკების ფონზე გაიხსნა

მილანში საოპერო სეზონი დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკების ფონზე გაიხსნა. ლა სკალას წინ 300-მდე მომიტინგე, რომელიც ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებდა, სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეებმა ოპერის შენობასთან მიახლოება სცადეს, რასაც შეტაკება მოჰყვა.

მომოტინგეებმა პოლიციელებს კვერცხები, ბოსტნეული და მანათობლები ესროლეს. ჩხუბის შედეგად ორი სამართალდამცველი დაშავდა.

მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას ყოველთვის ესწრებიან იტალიის პრემიერი და პრეზიდენტი, თუმცა წელს მათ პრემიერა გამოტოვეს. სეზონის გახსნის დღეს ლა სკალაში ერთი ბილეთის ფასი 2 ათასი ევრო იყო.

დღის ამბები