სამართლებრივი გზით საკუთარი ინტერესების დასაცავად, დღეს პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის ახლობლები და ადვოკატი მიდიან.
ისინი პროკურატურისგან შემაჯამებელი გადაწყვეტილების, საქმის მასალებისა და კიწმარიშვილის პირადი ნივთების გადმოსაცემად, საგამოძიებო უწყებას შესაბამისი განაცხადით მიმართავენ.
განცხადების შეტანა რამდენიმე დღის წინ იგეგმებოდა, თუმცა ის საბოლოოდ დღეისთვის გადაიდო.