19 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
წერილი სააპელაციო სასამართლოდან და პასუხგაუცემელი კითხვები "რუსთავი 2-ის" საქმეზე

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა სააპელაციო სასამართლოდან წერილი მიიღო, თუმცა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით იურისტებმა ვერც ერთ შეკითხვაზე განმარტება ვერ მიიღეს.

სამაუწყებლო კომპანია პასუხებს სამ კითხვაზე თხოვდა: ვინ მიიღო გადაწყვეტილება დასაბუთებული განჩინების ფოსტით გამოგზავნის შესახებ. ბოლო 5 წლის განმავლობაში განჩინების ფოსტით გაგზავნის რამდენი პრეცედენტი არსებობს და ასევე ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენ საქმეზე მოხდა სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული განჩინების გაგზავნა 20 დღეზე ადრე.

რუსთავი 2-ის იურისტების განცხადებით, სწორედ პირველ და მეორე ინსტანციებში მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები იძულებულს გახდის უზენაეს სასამართლოს საქმე წარმოებაში მიიღოს, რადგან საკასაციო სარჩელის დასაშვებობის განხილვის დროს უზენაესი სასამართლოს მთავარი კრიტერიუმი სწორედ წინა ინსტანციებში მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებებია.

ავტორი: ეკა გაგუა.

დღის ამბები