09 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
კონგრესის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ვაშინგტონი მსოფლიოში საელჩოების უსაფრთხოებას აძლიერებს

შეერთებული შტატები კონგრესის სკანდალური მასალების გასაჯაროებას გეგმავს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ დაკითხვების დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა წამების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

საქმე ეხება ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდს და 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ალ ქაიდასთან კავშირში მყოფი პირების დაკითხვას აზიასა და ევროპაში. გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების დაზვერვა დაკავებულებს პოლონეთში, რუმინეთში, ტაილანდში, ავღანეთსა და გუანტანამოში აწამებდა.

დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მსოფლიოში თავის საელჩოებსა და სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს იღებს.

დღის ამბები