19 ნოემბერი 2024,   19:11
ვრცლად
„არათანაბარი მიდგომა კონკურსანტებისადმი" - მესამე სექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკრიტიკებს

დაჩქარებულად და ხარვეზიანად თვლის კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ჩატარებულ გასაუბრებას.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ პროცესმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მხრივ სისტემური პრობლემები.

„არათანაბარი მიდგომა იყო კონკურსანტებისადმი, ზოგს გაცილებით რთულ კითხვებს უსვამდნენ, ზოგს გაცილებით მარტივს,“ - აღნიშნა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

"ამასთან, კოალიცია უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა ორი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოს - საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები