09 ოქტომბერი 2024,   16:21
ვრცლად
ავიაკატასტროფას აშშ-ში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას შეერთებულ შტატებში 6 ადამიანი ემსხვერპლა. მერილენდში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და ორსართულიან სახლს დაეცა. შედეგად. თვითმფრინავს და სახლს ცეცხლი მოედო.

ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა, ავიაკატასტროფას ვერ გადაურჩნენ სახლში მყოფი ქალი და ორი მცირე წლოვანი ბავშვი. უკვე ნაპოვნია თვითმფრინავის შავი ყუთები. ავიაკატასტროფის მიზეზი სწორედ მათი გაშიფვრის შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები