19 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
არასამთავრობოები წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვან პრობლემად "რუსთავი 2-ის" პროცესებს ასახელებენ

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომას ცესკოს ხელმძღვანელიც ესწრებოდა. თამარ ჟვანიას თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს. თუმცა, მისივე განცხადებით, გარკვეული საჩივრები არის შესული ცესკოში, რომელსაც აუდიტის სამსახური სწავლობს.

წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ხარვეზებზე არასამთავრობო სექტორიც საუბრობს. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში აღნიშნავენ, რომ წინასარჩევნო გარემო მშვიდია, გამონაკლისების გარდა. მაგალითად, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები მნიშვნელოვანი პრობლემაა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც საარჩევნო გარემოს სტაბილურობაზე საუბრობს. მისი თქმით, კომისიის უფლებამოსილება პარტიებისთვის მშვიდი გარემოს შექმნაა. წულუკიანის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საჩივრებს მოისმენენ, თუმცა ვერ განიხილავენ. 

კომისიის მუშობის მიზანია, წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია, გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

ავტორი: ნატა მახვილაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები