19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
უზენაეს სასამართლოს "რუსთავი 2"-ის სარჩელის წარმოებაში მიღებისკენ მოუწოდებს ოპოზიცია

არასამთავრობოების მსგავსად, ოპოზიცია უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღოს. განცხადება სამაუწყებლო კომპანიის სასამართლო დავასთან დაკავშირებით, დღეს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიაში გაკეთდა.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ უზენაესმა სასამართლომ საქმე ისე უნდა განიხილოს, რომ დამატებითი კითხვები პროცესის პოლიტიკური გავლენების შესახებ აღარ გაჩნდეს.

„მოვუწოდებთ უზენაეს სასამართლოს მიიღოს სარჩელი, იხელმძღვანელოს სამართლიანობის პრინციპით და გადაარჩინოს ამით არა მხოლოდ თავისუფალი მედია გარემო, არამედ სასამართლოს შელახული რეპუტაცია,“- განაცხადა სერგო რატიანმა. 

განცხადებები გააკეთეს პაატა ბურჭულაძისა და ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელებმაც. 

შეგახსენებთ, რომ საკასაციო სარჩელი რუსთავი 2-მა უზენაეს სასმართლოში გუშინ შეიტანა. 

დღის ამბები