რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა დღეს სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ის ყურადღებით აკვირდებოდა პირველ ორ ინსტანციაში მიმდინარე სასამართლოებს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს უზენაეს სასამართლოში განვითარებულ მოვლენებსაც.
„რაღაც გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა საქმეში, ამიტომ მნიშვნელოვანია უზენაესმა სასამართლომ საბოლოო სიტყვა თქვას და განიხილოს დეტალურად ის საკითხები, რომლიც არა ერთხელ იყო დასმული ამ საქმის მსვლელობის დროს. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, მათ შორის საქმის მიმდინარეობას უზენაეს სასამართლოში, აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და უკვე შემდეგ მოვახდენთ ამაზე რეაგირებას,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საკასაციო სარჩელი რუსთავი 2-მა უზენაეს სასმართლოში გუშინ შეიტანა.