რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი. მისი განმარტებით, საქმე სასამართლოშია და ის შესაბამისად, ამ თემაზე ბევრს ვერ ისაუბრებს.
თუმცა, მას მიაჩნია, რომ თავისუფალი არჩევნები თავისთავად გულისხმობს თავისუფალ მედიას. მან აღნიშნა, რომ მას ქონდა საუბარი საქართველოს პრემიერთან, არჩევებთან დაკავშირებით და პრემიერმინისტრმა პირობა დადო, რომ არჩევნები ობიექტური იქნება.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსთავი 2-ის საქმე სასამართლოში განიხილება და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. წინ არის საპარლამენტო არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ის მომზადდეს და ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ჩათვლით. სწორედ ამ კუთხით დავაკვირდებით ყველაფერს," - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.