19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე - სამოქალაქო საზოგადოება უზენაეს სასამართლოს მიმართავს

სამოქალაქო საზოგადოება უზენაეს სასამართლოს მიმართავს. ამ წუთებში სასამართლოს შენობასთან რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საჯარო განცხადება კეთდება.

„მოვუწოდებ მოსამართლეებს გაიაზრონ, რომ რუსთავი 2-ის დაცვა არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის დაცვა. საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ტელევიზიასთან მიმართებით. მივამართავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თქვენს ხელშია საქართველოს დემოკრატიული მომავალი, გთხოვთ განიხილოთ რუსთავი 2-ის საქმე და იხელმძღვანელოთ არა ერთი ადამიანის ახირებით, არამედ კანონმდებლობის და მოქალაქეების ინტერესების დაცვით,"- განაცხადა მედიაექსპერტმა, ნინო დანელიამ. 

სამოქალაქო საზოგადოებამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

"ვიცით, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, მაგრამ გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ თქვენ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი,"- აღნიშნა დანელიამ.

სამოქალაქო საზოგადოებამ პრეზიდენტსაც მიმართა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უზენაესი სასამართლოს მოქმედებებზე მასაც ეკისრება.

სამოქალაქო საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების ძალადობისგან რუსთავი 2-ს ფიზიკურად დაიცავენ. 

შეგახსენებთ, რომ საკასაციო სარჩელი რუსთავი 2-მა უზენაეს სასმართლოში გუშინ შეიტანა. 

დღის ამბები