19 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
სასამართლოებს ვერ მოვუწოდებ, რა უნდა გააკეთონ - დავით უსუფაშვილი რუსთავი2-ის საქმეზე

სასამართლოებს ვერაფერს მოვუწოდებ რა უნდა გააკეთონ -ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

დავით უსუფაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების უზენაესი სასამართლოებისადმი მიმართვას გამოეხმაურა.

უსუფაშვილის თქმით, ის ისურვებდა, რომ  ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, იყოს დასაბუთებული.

"სასამართლოებს ვერაფერს მოვუწოდებ რა უნდა გააკეთონ. მე ველოდები ხოლმე სასამართლოების გადაწყვეტილებებს იმიტომ, რომ ყველა საკითხზე, რომელზეც ვინმე ვერ ვთანხმდებით, ბოლოში მივდივართ სასამართლოებში. აი მოსამართლეებმა რა და როგორ უნდა გააკეთონ, ეს მათი გადასაწყვეტია და მე მინდა ვისურვო, რომ ყველა გადაწყვეტილება იქნება ხოლმე დასაბუთებული და პირველ რიგში, ვინც არ ვართ ხოლმე შინაარსით კმაყოფილი, გვექნება განცდა, რომ ეს იყო სამართლიანი პროცესის შედეგი,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რუსთავი2-ის  საქმეში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავენ უმრავლესობის წევრები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, რუსთავი 2-ს კი მხოლოდ კერძო დავა აქვს.

განსხვავებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დღეს ამ თემას საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. ნაციონალური მოძრაობა უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. 

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე კი ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოს არ აქვს საფუძველი უარი თქვას სამაუწყებლო კომპანიის საკასაციო საჩივრის განხილვაზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები