იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების არჩევნის კონკურსი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავი2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ არ აირჩია.
10 ვაკანტური ადგილიდან ურთმელიძემ ვერცერთი ვერ დაიმსახურა.
თამაზ ურთმელიძისთვის მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია 16 მაისს გავრცელდა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესმდივანმა განაცხადა, თამაზ ურთმელიძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მედიასაშუალებებთან დაკავშირებული რამდენიმე ხმაურიანი საქმე განიხილა. ყველაზე დიდი გამოხმაურება კი რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით მის გადაწყვეტილებას მოჰყვა, სადაც აშკარა იყო მოსამართლის მიერ სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. ურთმელიძის გადაწყვეტილებით, რუსთავი2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია.
ურთმელიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა 1997 წლიდან. 2006 წლიდან მოსამართლის კარიერა ცაგერის სასამართლოში დაიწყო.