19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი უზენაეს სასამართლოს რუსთავი2-ის საქმის განხილვისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო სექტორი უმაღლეს სასამართლო ხელისუფლებას რუსთავი2-ის საქმის განხილვისკენ მოუწოდებს და მათ დამოუკიდებელი სასამართლოს და მედიის მნიშვნელობას ახსენებს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დღეს უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ.

მიმართვას ხელს 18 ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლა რუსთავი2-ის წინააღმდეგ ამავე დროს სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

მიმართვა უზენაესი სასამართლოს სახელზე 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც მოამზადა.

საკასაციო საჩივარი რუსთავი2-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში 12 ივლისს შეიტანეს.

 

 

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

დღის ამბები