სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკის გაგრძელებად აფასებენ საპარლამენტო უმცირესობაში მეორე ინსტანციის სასამართლოს ბოლო უარს რუსთავი 2-ის საქმის განჩინებაში უსწორობის გასწორებაზე.
პოლიტიკოსები მოუწოდებენ უზენაეს სასამართლოს, დასაშვებად ცნოს ტელეკომპანიის სარჩელი.
საპარლამენტო ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება კვლავ შეეცდება საკასაციო სასამართლოზე ზეწოლის მოხდენას და წინასაარჩევნოდ რუსთავი 2-ის გაჩუმებას.
“უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი რაღაცნაირად შეუნარჩუნოს სასამართლო ხელისუფლებას სახე, პირველ რიგში მიიღოს საქმეთა წარმოებაში ეს საქმე და შემდეგ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ ამის დიდი იმედი არ გაქვს,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.