09 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
"თუ გერმანია დიქტატზე გადავა, ევროპა ამით ვერაფერს მოიგებს" - ლავროვი

მოსკოვი შეშფოთებულია რუსეთის წინააღმდეგ გერმანიის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბელგიის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, გერმანია ტრადიციულად, კონსტრუქციულ როლს თამაშობდა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში, თუმცა ბოლო პერიოდში ოფიციალური ბერლინიდან სულ უფრო მკაცრი განცხადებები ისმის.

“თუ გერმანია დიქტატზე გადასვლა გადაწყვეტს, ვფიქრობ, ევროპა ამით ვერაფერს მოიგებს და საეჭვოა, აქედან რამე სარგებელი თავად გერმანიამაც ნახოს. ამ დღეებში გერმანიის მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია ყირიმზე. მასში ნათქვამია, რომ ასწლეულების განმავლობაში ყირიმი დასახლებული იყო თათრებით, უკრაინელებით, სომხებით, ბერძნებითა და გერმანელებით. რუსები კი მასში საერთოდ არ არიან მოხსენიებული. საინტერესოა ვინ შეადგინა ეს ინფორმაცია. ამ საკითხის გასარკვევად ბერლინს აუცილებლად მივმართავთ," - განაცხადა ლავროვმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები