საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე გაჩენილ კითხვებს მოხსნის.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პრეზიდენტმა ამაზე გააკეთა კომენტარი და მე გავიმეორებ რა თქმა უნდა, მის მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ მოხსნის ყველა კითხვის ნიშანს, რომელიც არსებობს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით,"- განაცხადა ეკა მიშველაძემ.