"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია იყოს," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა არჩევანში რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა თავისუფალი მედიისა და სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც, მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას ხელს შეუწყობს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია იყოს და საქართველოს თავისუფალი სასამართლო ჰყავდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი რწმენისა და კანონის საფუძველზე იღებდეს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების უფლება დაცული იქნას," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.