19 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ძალიან ბევრი პოლიტიკოსის გამონათქვამი არსებობს რუსთავი2-ის წინააღმდეგ - საქართველოს პრეზიდენტი

რუსთავი2-ის წინააღმდეგ პოლიტიკოსების ძალიან ბევრი, ალბათ, ათობით გამონათქვამი არსებობს,"- ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა არჩევანში განაცხადა. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსთავი2-ის საქმის იურიდიულ კონტექსტს არ განიხილავს, თუმცა მარგველაშვილმა პოლიტიკურ კონტექსტზე ისაუბრა.

„ჩვენს ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კრიტიკული მედია მათთვის პრობლემის შემქმნელია. ასეთი ტიპის მსჯელობა პრობლემას უქმნის არა მხოლოდ მედიას, არამედ დემოკრატიასაც და ამ პოლიტიკოსების აზროვნებასაც და წარმატებასაც,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იგულისხმა თუ არა პრეზიდენტმა ამ პოლიტიკოსებში ბიძინა ივანიშვილი, მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მედია შეიძლება იყოს კრიტიკული.

"პრინციპულად შეცდომაა, როდესაც პოლიტიკოსს ჰგონია, რომ მედიასთან დაპირისპირებით პოლიტიკურ წარმატებას მიაღწევს. მედიასთან დაპირისპირება ყოველთვის კრახით მთავრდება. არაერთი გამონათქვამი იყო რუსთავი2-ის წინააღმდეგ, როგორც მედიის წინააღმდეგ. ეს გამონათქვამები ძალიან მძიმე შთაბეჭდილებასა და ფონს ტოვებს ჩვენს პარტნიორებზე," - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები