აშშ-ის ელჩმა პროცესების დემოკრატიულად წარმართვის კონტექსტში რუსთავი 2-ის საქმეზე ისაუბრა. იან კელიმ საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იქნას ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც აქვს ტელე არხს. ასევე უნდა იქნას შენარჩუნებული მენეჯმენტი და მფლობელები. წინააღმდეგ შემთხვევაში ელჩი ფიქრობს, რომ ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს საარჩევნო პროცესზე.
"თქვენ კარგად იცით, როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები კარგად ჩატარდეს. გვინდა, რომ მისი შედეგები იყოს ლეგიტიმურად დანახული, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს. სწორედ ამ გზით გაძლიერდება ქართული დემოკრატია. ნებისმიერი თავისუფალი არჩევნების მნიშვნელოვანი ელემენტი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ფიგურების წვდომა მედიასთან. ამიტომ, მომხრე ვართ, რომ რუსთავი 2 დარჩეს ეთერში დღევანდელ მენეჯმენტთან ერთად. არ გვინდა ვნახოთ მომდევნო ორთვე ნახევარში ისეთი მოვლენების განვითარება, რომელიც ზიანს მიაყენებს ამ არჩევნებს. სარედაქციო მენეჯმენტისა და მფლობელების შეცვლა ასეთ მგრძნობიარე პერიოდში, ძალიან უარყოფითი რამ იქნება,"- განაცხადა იან კელიმ.