19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
"რუსთავი 2-ის საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტა, არის მისი გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილისგან," - ნიკა გვარამია

როგორია ვითარება ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე. წინასაარჩევნო გარემოს გამოწვევების თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

"ამ შეხვედრაზე იმყოფება ყველა ის აქტორი, რომელიც ისედაც ადეკვატურია რუსთავი 2-თან, კორცხელთან და ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო გარემოს უქმნის პრობლემას. ერთადერთი, ვინც აქ არ არის, არის ის, ვინც ყველა ამ პრობლემის წყაროა - ხელისუფლება. მედია გარემო იქნება გადამწყვეტი ამ არჩევნების დემოკრატიულად და თავისუფლად შესაფასებლად და მედია გარემო რომ ამგვარი იყოს, რუსთავი 2-ის საკითხი უნდა იყოს გადაწყვეტილი პოზიტიურად. საზოგადოების, ჩვენს პირად და ყველა პოლიტიკური პარტიის აღქმაშიც, გარდა ხელისუფლებისა, რუსთავი 2-ის საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტა, არის მისი გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილისგან და მის მიერ დაქირავებული „მოსარჩელეებისგან,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.  

დღის ამბები