19 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
პაპუაშვილის განცხადება - ოპოზიცია მოსამართლეებზე ზეწოლას "რუსთავი 2"-ის საქმეს უკავშირებს

გიორგი პაპუაშვილის განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, შეფასებები მოყვა თბილისში. ოპოზიცია მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლას სასამართლოში მიმდინარე რუსთავი 2-ის საქმის განხილვას უკავშირებს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ ხელისუფლება უკვე აკრძალული მეთოდით იბრძვის.

საქართველოს პრეზიდენტმა პაპუაშვილთან პირისპირ შეხვედრამდე მას და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებს, პირადი უსაფრთხოების დაცვაში დახმარება შესთავაზა.

გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს პრემიერმინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, პროკურატურისთვის ჩვენების მიცემა ურჩია.

გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად მზად არიან არასამთავრობოებიც.

პროკურატურას გიორგი პაპუაშვილის განცხადების გამოძიება არ დაუწყია. საგანგებო განცხადება უწყებამ კვირიკაშვილის მიმართვიდან რამდენიმე წუთში გაავრცელა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროკურატურაში დაიბარეს.

ავტორი: თამარ ბაღაშვილი. 

დღის ამბები