19 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
"რუსთავი 2-ში" განსაკუთრებული არაფერი არ ხდება" - კახა კალაძე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა რუსთავი 2-ის შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა. კახი კალაძის თქმით, რუსთავი 2-ის ირგვლივ ამჟამად არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და მიმდინარე პროცესი მხოლოდ ორ კერძო პირს შორის სამართლებრივი დავაა. 

რუსთავი 2-ში განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, არ ხდებოდა და არ მოხდება. რუსთავი 2 იყო, არის და იქნება ყოველთვის. თქვენ თუ მხედველობაში გაქვთ დავა ბატონ ყარამანაშვილსა და  ბატონ ხალვაშს შორის, ეს არის სამართლებრივი საკითხი, ამას სასამართლო გადაწყვეტს. მიიღებს გადაწყვეტილებას და ამაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება   ვფიქრობ არ იქნება სასურველი,“ - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები