საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კონკრეტული საქმეები არ დაუსახელებია, თუმცა გიორგი პაპუაშვილი არ მალავს, რომ ზეწოლა მოსამართლეებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სარჩელების გამო მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, რუსთავი 2-ის საქმეა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეებზე ზეწოლა ტელეკომპანიის სარჩელების გამო მიმდინარეობს, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსაც აქვს. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დაცვის მხარისთვის ცნობილია ის მოსამართლეები, ვისაც აშანტაჟებენ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2 თებერვლიდან ელოდება.
კიდევ ერთი უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, სადაც რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უზენაესი სასამართლოა. მიიღებს თუ არა ის საკასაციო სარჩელს წარმოებაში, ცნობილი მომდევნო 3 თვის განმავლობაში გახდება, სამთვიანი ვადის ათვლა ხვალიდან იწყება.
სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ რუსთავი 2-ის მფლობელებს.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, დავით ხურციძე, ამირან ვარდოსანიძე.