საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, სადაც რუსთავი 2-ის სარჩელია შეტანილი, ტელეკომპანიის საქმეზე განმარტებას აკეთებს. ლალი ფაფიაშვილის თქმით, გადაწყვეტილება კონსტიტუციურ ვადებში უნდა გამოიტანონ. მისი განცხადებით, აჩქარება შეიძლება საქმისთვის დამაზიანებელი იყოს.
„რუსთავი 2-ის მიერ შემოტანილი სარჩელი ეხება არა მხოლოდ რუსთავი 2-ს. სტანდარტი, რომლიც დაიდება ამ საქმეზე, ის თანაბრად გამოყენებადი უნდა იყოს ნებისმიერი სხვა როგორც მედიასაშუალების მიმართ, ასევე ნებისმიერი სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე პირის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ძალიან დეტალურად შეფასება, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელი აჩქარების წინააღმდეგი ვარ.
"გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული კონსტიტუციურ ვადებში, არა იმ ვადაში, რომელსაც, თქვენ შეიძლება აფილირებდეთ, ვინაიდან სასამართლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის 30 სექტემბრამდე დარჩა, ვადა არაგონივრული ვერ იქნება, მაგრამ ზედმეტი აჩქარება შეიძლება საქმისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს,“- განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.
ავტორი: ანა წერეთელი.