„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ შიდა კვარტალური გზები უფრო მეტად მოწესრიგდეს"- ეს განცხადება თბილისის მერმა NDI-ის კვლევის შედეგთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა აზრით, დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები სამუშაო ადგილები, გარემოს დაბინძურება და გზებია.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისელების მოთხოვნების შესაბამისად, მერიის მთავარი პრიორიტეტი გზების მოწესრიგება იქნება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ შიდა კვარტალური გზები უფრო მეტად მოწესრიგდეს, დღეს ეს არის უფრო მეტად გასაკეთებელი, რაზეც ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან არსებობს მოთხოვნები, ამიტომ, ეს იქნება ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულება, ისევე როგორც შიდა ეზოების მოწესრიგება, გამწვანებასთან დაკავშირებული ღონისძიებები,“- განმარტა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.