07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ერევანში შეიარაღებული დაჯგუფება "სასნა ცრერის" წევრები სამართალდამცველებს ჩაბარდნენ

ერევანში გვიან ღამით შეიარაღებული დაჯგუფება სასნა ცრერის წევრები სამართალდამცველებს ჩაბარდნენ. დაკავებულია 20 მებრძოლი. სპეცოპერაციამ შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. ინფორმაციას ოფიციალური ერევანიც ადასტურებს.

იარაღის დაყრის შესახებ განცხადება სასნა ცრერის წევრებმა დღის ბოლოს გააკეთეს. მათი თქმით, ეს სისხლისღვრის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება იყო.

პარალელურად, დაჯგუფების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა ერევნის ცენტრში. მომიტინგეებმა ქუჩებში მსვლელობაც მოაწყეს.

სასნა ცრერის წევრებს თითქმის 2 კვირის განმავლობაში საპატრულო პოლიციის შენობა ჰქონდათ დაკავებული და ოპოზიციის ლიდერის, ჟირაირ სეფალიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

დღის ამბები