07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია დაიხურება

თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია დაიხურება, ხოლო შეიარაღებული ძალები თავდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაში გადავა - განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივი მედია საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გადაწყვეტილება შეირაღებული ამბოხის მცდელობის შემდეგ მიიღო. მისი თქმით, ამ ნაბიჯით არმია სახელმწიფოს გაძლიერებული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება.

თურქეთში შეიარაღებულ ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით სამსახურიდან დაითხოვეს კიდევ 1 400-მდე სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის მაღალი რანგის სამხედროებიც.

პარალელურად, ერდოღანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა გერმანიაში. კიოლნის ქუჩებში ათობით ათასი გერმანიაში მცხოვრები თურქი გამოვიდა. მათ სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმეს.

დღის ამბები