07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
სასულიერო პირის მკვლელობასა და მძევლების აყვანასთან კავშირში ფრანგმა სამართალდამცველებმა 2ადამიანი დააკავეს

სასულიერო პირის მკვლელობასა და მძევლების აყვანასთან კავშირში ფრანგმა სამართალდამცველებმა 2ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული თავდამსხმელის, აბდელ მალიკ ნაბილის ახლო ნათესავია. ის საფრანგეთის მოქალაქეა.

დაკავებულს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ედება ბრალად. სამართალდამცველების თქმით, მეორე დაკავებული, ასევე საფრანგეთის მოქალაქე, ივნისში სირიაში გამგზავრებას ცდილობდა.

დანით შეიარაღებული თავდამსხმელები 26 ივლისს საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, ეკლესიაში შეიჭრნენ, სასულიერო პირი მოკლეს და მძევლები აიყვანეს. სპეცოპერაციის შედეგად ორივე თავდამსხმელი ადგილზე იყო ლიკვიდირებული.

დღის ამბები