07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
პრეზიდენტობის შემთხვევაში, ტრამპი ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების საკითხის განხილვას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შესახებ მორიგი კომენტარი გააკეტა. ამჯერად რესპუბლიკელების კანდიდატმა შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობებზე ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

მისი თქმით, თავად ყირიმის მოსახლეობამ გადაწყვიტა რუსეთთან ერთად ყოფნა და თუ ის გახდება ამერიკის პრეზიდენტი, ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარების საკითხის განხილვას არ გამორიცხავს.

დონალდ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში აღარ შეიჭრება.

"თუ ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვექნება და ISIS-ის თავიდან მოცილებაში დაგვეხმარება, ეს იქნება პოზიტიური და არა უარყოფითი მოვლენა" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები