07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
თურქეთში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე კიდევ ორი სპეცრაზმელი დააკავეს

თურქეთში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე კიდევ ორი სპეცრაზმელი დააკავეს. მათ ამბოხების დროს მარმარისში მყოფი პრეზიდენტის დაკავება ჰქონდათ დავალებული.

ძებნის ოპერაცია ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ საქმესთან დაკავშირებით სულ 11 სამხედროა დაპატიმრებული, ერთს ამ დრომდე ეძებენ. ამბოხების დაწყების დღეს, 15 ივლისს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ქალაქ მარმარისში ისვენებდა.

სასტუმროზე, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა შეტევა განხორციელდა, თუმცა ქვეყნის ლიდერმა სასტუმრო რეიდის დაწყებამდე დატოვა. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ათსობით ადამიანია დაპატიმრებული. სამსახურიდან კი 50 ათასზე მეტი დაითხოვეს.

დღის ამბები