07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს

სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მი-8 ტიპის ვერტმფრენს ცეცხლი ამბოხებულებმა იდლიბის პროვინციაში გაუხსნეს.

ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და ორი ოფიცერი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია. მომხდარი დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

უწყების ინფორმაციით, ეკიპაჟმა ვერტმფრენით ალეპოში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა და ჰმეიმის ბაზაზე ბრუნდებოდა, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს. რუსული ვერტმფრენი სირიაში 8 ივლისსაც ჩამოაგდეს. მაშინ 2 რუსი პილოტი დაიღუპა.

დღის ამბები