07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
კალიფორნიასა და მონტანაში ტყეები იწვის - ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება

კალიფორნიასა და მონტანაში ტყეები იწვის. ხანძარმა რივალის რეგიონში რამდენიმე შენობა გაანადგურა. ევაკუირებულია ასობით ადგილობრივი მცხოვრები.

სამაშველო ჯგუფები მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობენ ცეცხლის ლოკალიზებას. ხანძარი 800 ჰექტარზე გავრცელდა და საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება.

ევაკუაცია განხორციელდა კალიფორნიის ცენტრალური რაიონებიდანაც. ხანძარმა სამ დასახლებაში უკვე გაანადგურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

სამაშველო ოპერაციაში 130 მეხანძრე მონაწილეობს.

დღის ამბები