07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის განხილვას ევროპარლამენტი არ აპირებს

თურქეთისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საკითხის განხილვას ევროპარლამენტი უახლოეს მომავალში არ აპირებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თქმით, თურქულ მხარეს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო მოთხოვნები.

გასულ კვირას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებას შეაჩერებს თუ ოქტომბრამდე სავიზო რეჟიმი არ გაუქმდება.

დღის ამბები