07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ვაშინგტონი რუსეთსა და ასადის ხელისუფლებას სირიაში შემტევი ოპერაციების ჩატარებისგან თავის შეკავებას სთხოვს

ვაშინგტონი რუსეთსა და ასადის ხელისუფლებას სირიაში შემტევი ოპერაციების ჩატარებისგან თავის შეკავებას სთხოვს. განცხადება ამ თემაზე ჯონ კერიმ გააკეთა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

7 დღიანი ზავის შესახებ შეთანხმებას ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა ლაოსში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაეროში ალეპოში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. ორგანიზაციის მონაცემებით, ქალაქში, სადაც 300 ათასამდე ადამიანი რჩება, საკვებისა და სასმელი წყლის მარაგი იწურება.

ჯონ კერი აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული ოპერაციის წარმატებისთვის მოსკოვმა არა მხოლოდ თავად უნდა შეაჩეროს შეტევითი ოპერაციები, არამედ ასადის სამთავრობო ძალებიც უნდა შეაკავოს, თავის მხრივ ვაშინგტონი გავლენას ოპოზიციურ ძალებზე მოახდენს.

დღის ამბები