07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ჰონგ კონგს ქარიშხალმა "ნიდამ" გადაუარა

ჰონგ კონგის ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. ქალაქში გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია. გამოცხდადა წყალდიდობის განგაშიც. ქარიშხალმა ნიდამ ქალაქში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ქუჩების ნაწილი კი უკვე დატბორილია. დაიხურა სასწავლებლები და მაღაზიები. სტიქიამ სატრანსპორტო მიმოსვლა შეაფერხა.

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში 350-მდე რეისი გაუქმდა. სტიქიის გამო ერთი დღით მუშაობა შეაჩერა ჰონგ კონგის საფონდო ბირჟამაც.

ჰონგ კონგამდე ნიდამ ქალაქ შენჩჟენსაც გადაუარა, სადაც ქარიშხალს წყალდიდობა და მეწყერები მოჰყვა. მეტეოროლოგების განცხადებით, ჩინეთის ისტორიაში ნიდა 1983 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რადგან ქარის სიჩქარე ეპიცენტრში საათში 151 კილომეტრია.

დღის ამბები