07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტოქსიკური გაზის ბალონები ჩაყარეს

სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტოქსიკური გაზის ბალონები ჩაყარეს. შედეგად 33 ადგილობრივი მცხოვრები მოიწამლა, უმეტესობა ქალი და ბავშვია. შეტევა იდლიბის პროვინციაში იმ ქალაქთან ახლოს განხორციელდა, სადაც გუშინ რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

მომხდარზე კომენტარი არც სირიის ხელისუფლებას და არც რუს სამხედრო მეთაურობას არ გაუკეთებია. უცნობია ვის ეკუთვნოდა ვერტმფრენიც, რომლითაც იერიში მიიტანეს.

პარალელურად, ამბოხებულთა პოზიციებიდან დაიბომბა ქალაქი ალეპო. ჭურვები სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩავარდა. ბოლო მონაცემით 30 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები