07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
თურქი სამართალდამცველები ბინგალის პროვინციაში მომხდარ აფეთქებაში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებენ

თურქი სამართალდამცველები ბინგალის პროვინციაში მომხდარ აფეთქებაში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებენ. თავდასხმა პოლიციელებზე დღეს დილით მოხდა.

მიკრო ავტობუსის გვერდით, რომელითაც პოლიციის თანამშრომლები მგზავრობდნენ, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 4 კი დაშავდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ძალოვანებმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და პასუხისმგებლობა აფეთქების ორგანიზებაზე ქურთ მებრძოლებს დააკისრეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები