07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ნადია სავჩენკო შიმშილობას იწყებს

ნადია სავჩენკო კვლავ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინელი დეპუტატის თქმით, შიმშილობის მიზანი დონბასსა და რუსეთში დაკავებული უკრაინელი ტყვეების გათავისუფლების პროცესის დაჩქარებაა.

სავჩენკომ უკრაინის ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყნის ლიდერებს სხვისი შვილების ბედი არ აღელვებთ, ამიტომ თავს ვალდებულად თვლის, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართოს.

უკრაინელი სამხედრო მფრინავი შიმშილობას ხვალიდან იწყებს და აქციის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე კონკრეტულ შედეგი მიღწეული არ იქნება.

დღის ამბები