07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა დასავლეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტმა დასავლეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი ტერორიზმის უჭერს მხარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბოხების ორგანიზატორს ფეთჰულა გიულენს თურქულ მხარეს გადასცემდა.

ერდოღანმა ევროკავშირიც გააკრიტიკა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

იმ შემთხვევაში  თუ ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ მიიღებს, ერდოღანი ევროკავშირთან მიგრანტების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების შეჩერებით იმუქრება.  

მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად განკუთვნილი სამი მილიარდი ევრო თურქეთს ამ დრომდე არ მიუღია.

დღის ამბები