07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
კიევში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

საპროტესტო აქცია კიევში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. სასამართლოს შენობასთან, სადაც ბატალიონ ტორნადოს ყოფილი მებრძოლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, მისი მომხრეები შეიკრიბნენ და შენობაში შესვლა სცადეს.

პოლიციამ მათი შეჩერება სცადა. დაპირისპირების დროს დაუდგენელმა პირებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს.

დაშავდა 12 პოლიციელი და 15 გვარდიელი. ბატალიონ  ტორნადოს მებრძოლი ლუგანსკის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

დღის ამბები