07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
ბარაკ ობამას თქმით, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობისთვის მზად არ არის

ბარაკ ობამა დონალდ ტრამპის ბოლო დროინდელ სკანდალურ განცხადებებს გამოეხმაურა. შეერთებული შტატების ლიდერი აცხადებს, რომ რესპუბლიკელების კანდიდატი პრეზიდენტობისთვის მზად არ არის.

ობამას თქმით, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა თავისი გამოსვლებით, რომ მნიშვნელოვან საკითხებში ვერ ერკვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტობისთვის შეუფერებელი კანდიდატია. 

ბარაკ ობამამ რესპუბლიკელების ლიდერებსაც მიმართა, რომლებსაც ტრამპი არ მოსწონთ, მაგრამ მის მხარდაჭერას განაგრძობენ. პრეზიდენტის თქმით, მათ უნდა აღიარონ, რომ მათი რჩეული არ არის ის ადამიანი, რომელსაც უნდა მიემხრონ.

დღის ამბები