07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ფხენიანმა მორიგი ბირთვული ცდა ჩაატარა - ჩრდილოეთ კორეამ საშუალო სიშორის ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაისროლა. იაპონიის თავდაცვის უწყებამ საგანგებო სხდომა მოიწვია. ტოკიოს ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სტარტიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა, მეორემ კი ათას კილომეტრიანი მანძილი დაფარა და იაპონიის ტერიტორიულ წყლებში, ოგას ნახევარ კუნძულთან, უშუალოდ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა.

მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონსა და სეულში ბირთვული ექსპერტიმენტი ფხენიანის დაშინების პოლიტიკად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედებები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამას ვერ შეაფერხებს.

დღის ამბები