07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ტერაქტის საფრთხე - ლონდონში სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება გამოცხადდა

ლონდონის ქუჩებში პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფების მობილიზაცია გამოცხადდა. ქალაქის ქუჩებში პატრულირებას შეიარაღებული პოლიციელები შეუდგნენ.

უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება ქალაქის მერმა ტერაქტების საფრთხის გამო მიიღო. ლონდონის მთავრობაში განმარტავენ, რომ გერმანიაში, ბელგიასა და საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საფრთხის იგნორირება დაუშვებელია.

შეიარაღებული პოლიციელები 24 საათიან მორიგეობას დღეიდან იწყებენ.

სამართალდამცველები უსაფრთხოებას ხალხმრავალ ადგილებში, ღირსშესანიშნაობებთან და სხვა ტურისტულ რაიონებში 24 საათიან რეჟიმში დაიცავენ.

დღის ამბები