07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ოქროს გლობუსის დაჯილდოვების ცერემონიალს ჯიმი ფელონი წაიყვანს

ოქროს გლობუსის დაჯილდოვების ცერემონიალს ჯიმი ფელონი წაიყვანს.

ცნობილი ამერიკელი იუმორისტი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის ღამის შოუს წამყვანი, ორგანიზატორების შეთავაზებას უკვე დათანხმდა.

ჯიმი ფელონმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ში დაწერა. იუმორისტის თქმით, ის მოხარულია, რომ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციასთან თანამშრომლობის შანსი მიეცა და იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი მისი წევრების დეპორტაციას არ მოახდენს.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია კინოსამყაროს წლის საუკეთესო ნამუშევრებს 8 იანვარს გამოავლენს.

41 წლის ფელონი, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიის წამყვანის როლს პირველად მოირგებს.

დღის ამბები