07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ატირებული ბავშვის დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა და მედიისგან კრიტიკა დაიმსახურა

დონალდ ტრამპი კვლავ მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა. მიზეზი მისი მორიგი გამოსვლა გახდა. ვირჯინიის შტატში რესპუბლიკელების კანდიდატი ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც დარბაზში ბავშვმა ტირილი დაიწყო.

დონალდ ტრამპმა ჯერ თავის შეკავება სცადა, შემდეგ ვეღარ მოითმინა და დედას დარბაზიდან ბავშვის გაყვანა მოსთხოვა.

მილიარდერმა ამავე შეხვედრაზე ჰილარი კლინტონი გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, დემოკრატების კანდიდატს ის ხალხი აკონტროლებს, ვინც მის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს.

დღის ამბები