07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ავარიული დაშვება დუბაის აეროპორტში - ოფიციალური ინფორმაციით, არავინ დაშავებულა

ავარიული დაშვება დუბაის საერთაშორისო აეროპორტში. მგზავრებით სავსე ბოინგ 777
ასაფრენ ბილიკზე ავარიულად დაეშვა და ცეცხლი მოედო. ინცინდენტის დროს ბორტზე 275 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ავარიული დაშვების შედეგად არავინ დაშავებულა, სამაშველო სამსახურებმა ბორტზე მყოფი ადამიანების ევაკუაცია დროულად განახორციელეს.

ლაინერი კომპანია ემირატ ეარლაინსს ეკუთვნის. მას მგზავრები ინდოეთიდან დუბაიში გადაჰყავდა. რა გახდა ავარიული დაშვების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურებთან ერთად, საგამოძიებო ჯგუფიც მუშაობს.

დღის ამბები