07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ტურისტების ფლეშმობმა კოსტა ბრავაზე ტერაქტის შიში გამოიწვია

ტურისტების ფლეშმობმა კოსტა ბრავაზე ტერაქტის შიში და პანიკა გამოიწვია. 200-მდე ახალგაზრდა შეეცადა ეჩვენებინა, როგორ მისდევენ პაპარაცები ცნობილ ადამიანებს, მობილური ტელეფონებით ხელში და ყვირილით ქუჩებში გაირბინეს, თუმცა რეალურად დამსვენებლები შეაშინეს. ხალხს ეგონა, რომ ისინი ტერორისტების თავდასხმას გაურბიან, რასაც პანიკა და ჭყლეტვა მოჰყვა.

ინცინდენტის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, ერთ-ერთ ტურისტს კი გულის შეტევა დაემართა. მომხდარს პოლიცია იძიებს. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გერმანიის 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც იდეის ინიციატორები არიან.

ადგილობრივი კანონმდებლობით მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით სამიდან 12 თვემდე პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ემუქრებათ.

დღის ამბები